მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » თურქი ონკოლოგ-ორთოპედ ტრავმატოლოგი თბილისში უფასო კონსულტაციებს გამართავს
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მოწვევით, თბილისში თურქეთის „აჯიბადემის“ ჰოსპიტალების ქსელის ონკოლოგ-ორთოპედ ტრავმატოლოგი აიჰან კილიჩი ჩამოვიდა.

თურქი ონკოლოგ-ორთოპედ ტრავმატოლოგი თბილისში უფასო კონსულტაციებს გამართავს

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მოწვევით, თბილისში თურქეთის „აჯიბადემის“ ჰოსპიტალების ქსელის ონკოლოგ-ორთოპედ ტრავმატოლოგი აიჰან კილიჩი ჩამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, თურქეთიდან მოწვეული პროფესორი თბილისის ადგილობრივ ორთოპედ-ტრავმატოლოგ გიორგი გოგიტიძესთან ერთად პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციებს გამართავს.

პაციენტებს, ვისაც აქვთ ორთოპედიული პრობლემები ან ძვლოვან ქსოვილში განვითარებული სიმსივნე, შეუძლიათ უფასოდ გაიარონ კონსულტაციები „ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში“ ლუბლიანას ქ. #21-ში.

პაციენტების მიღება 2 დეკემბერს, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო 3 დეკემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. უფასო კონსულტაციაზე მიმდინარეობდა წინასწარი ჩაწერა.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსსა“ და თურქეთის „აჯიბადემის“ ჰოსპიტალების ქსელს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სხვადასხვა დარგის თურქი ექიმები საქართველოში პერიოდულად ჩამოვლენ და ქართველ პაციენტებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს შესთავაზებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …