მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საქართველოში წელს შიდსით 663 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.2016 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, შიდსით 663 ადამიანი დაინფიცირდა.

საქართველოში წელს შიდსით 663 ადამიანი დაინფიცირდა

2016 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში შიდსით 663 ადამიანი დაინფიცირდა ახალი შემთხვევა დაინფიცირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ინფორმაციით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

„ სულ საქართველოში აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა 6065-ს აღწევს, რომელთა შორის, 4508 – მამაკაცი, 1557კი ქალია. შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, 1201 გარდაიცვალა“, – იტყობინება  ცენტრი.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრი განმარტავს, რომ მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

ghn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …