მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მამაკაცებში თამბაქოს მოხმარებით, ევროპაში მეორე ადგილზე ვართ
მამაკაცებში თამბაქოს მოხმარებით, ევროპაში მეორე ადგილზე ვართ. რაც შეეხება ალკოჰოლს, შემაშფოთებელია ის, რომ 13 წლის ასაკში 20%-ზე მეტი უკვე დამთვრალა.

მამაკაცებში თამბაქოს მოხმარებით, ევროპაში მეორე ადგილზე ვართ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ლელა სტურუას განცხადებით, საქართველოში არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორები ფართოდ არის გავრცელებული.

როგორც „ინფო 9“-ს ლელა სტურუამ განუცხადა, არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორები თამბაქო, ალკოჰოლი და არაჯანსაღი კვებაა.

„მამაკაცებში თამბაქოს მოხმარებით, ევროპაში მეორე ადგილზე ვართ. რაც შეეხება ალკოჰოლს, შემაშფოთებელია ის, რომ 13 წლის ასაკში 20%-ზე მეტი უკვე დამთვრალა. ალკოჰოლს აბსულუტურ არას არ ვეუბნებით. ნორმალური რაოდენობით, უკვე ზრდასრულ ასაკში, არ არის პრობლემა. საუბარია ღვინოზე და არა სპირტიან სასმელებზე. თამბაქოს ვეუბნებით აბსულუტურ არა-ს“, – აღნიშნა ლელა სტურუამ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ცენტრის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საბჭოს წევრი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

info9.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …