2016 წლის 8-10 დეკემბერს “ექსპო ჯორჯია”, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისის ჯანდაცვის ფორუმს უმასპინძლებს
განახლებული კონცეფცია აერთიანებს სამ მსხვილ სავაჭრო გამოფენას – სამი ცალკეული ღონისძიება ერთი კონცეფციის ქვეშ:
- CAUCASUS HEALTHCARE 2016 – სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აპარატურის საერთაშორისო გამოფენა
- TBILISI BEAUTY 2016 – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა
- TBILISI DENTAL SHOW 2016 – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აპარატურის საერთაშორისო გამოფენა
- TBILISI DENTAL SHOW – აერთიანებს სამ კონფერენციას:
8 დეკემბერი – საერთაშორისო კონფერენცია “დენტალ თბილისობა 2016” – სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამა
9 დეკემბერი განსაკუთრებული საჭიროების სტომატოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია
10 დეკემბერი – ექსტრემალური რესტავრაციები ქსენია ლაზარევა
სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე: gsa.ge
9 დეკემბერი
განსაკუთრებული საჭიროების სტომატოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია
წინასწარი პროგრამა
10:00-11:00 გახსნა
11:00-12:00 პირის ღრუს ჯანმრთელობა დაუნის სინრომის მქონე პაციენტებში
- ლივია ოტოლენჟი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, რომის უნივერსიტეტის “საპიენცას” პირის ღრუს და ყბა-სახის მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იტალია
12:00-12:45 დიაბეტი და პირის ღრუს ჯანმრთელობა
- ჰანდე სარ სეინქაკლი, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია (FDI), სტამბოლის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი (თურქეთი)
12:45-13:15 ბავშვთა პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელშეწყობა გლობალური ავადობის პერსპექტივაში
- ზურაბ ალხანიშვილი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში, თსუ-ის დოქტორანტი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს განსაკუთრებული საჭიროების სტომატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი
13:15-14:00 სტომატოლოგიური დანადგარების, ინსტრუმენტების და მასალების საერთაშორისო გამოფენა. ექპო ჯორჯიას #11 პავილიონი
14:00-15:00 როგორ ვაქციოთ ექიმთან ვიზიტი პოზიტიურ გამოცდილებად?
- ხათუნა დოლიძე, ფსიქოლოგიის დოქტორი, “ჯოენის” კლინიკის ფსიქო-სოციალური სამსახურის უფროსი
15:00-15:30 “ბავშვის პირის ღრუს მოვლის პროტოკოლი. ინდივიდუალური მიდგომა. განვითარების დარღვევებთან ასოციარებული დამხმარე საშუალებები”
- სოფიო სამხარაძე, მედიცინის დოქტორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი
15:30-16:00 დემონსტრაცია – კონფერენციის მონაწილეები იმ დამხმარე საშალებებს, დანადგარებს, ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს გაეცნობიათ, რომლითაც სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები და არა მხოლოდ. პავილიონში წარმოდგენილი იქნება: ბრაილის შრიფრტით საწერი დაფა, ფანქარი და ფურცლები, რელიეფური ხაზვისთვის საჭირო ქეჩა, ტრანსპორტირი, ჭიქაში წყლის დონის საზომი, ხმოვან ჰაერის თერმომეტრი, ბრაილის საათი, ლეპტოპი ხმოვან პროგრამასთან ერთად, რელიეფური მაკეტები, ეტლები, თეთრი ჯოხი, თვალზე ასაფარებელი და ა.შ. ყველა მონაწილეს საშუალება ექნება, თავად მოსინჯოს, მოირგოს კონკრეტული ინსტრუმენტი თუ ხელსაწყო.
SCD TALKS – თავისუფალი დისკუსიები
16:00-16:15 | ბარიერები, რომლებიც აღმართა საზოგადოებამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან
|
ანა აბაშიძე – PHR – PARTNERSHIP FOR HUMAN RIGHTS |
16:15-16:30 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების მისაწვდომობის ფიზიკური და სოციალური ბარიერები | მაია შიშნიაშვილი – მშობელი |
16:30-16:45 |
სტიგმა- სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების ხარვეზი |
ლია ტაბატაძე – კავშირი “ჩვენი ბავშვები” |
16:45-17:00 |
რით განსხვავდება უსინათლო ადამიანი მხედველი ადამიანისგან? რა სტრატეგიები გამოვიყენოთ, უსინათლო პაციენტთან მუშაობის სტრატეგიები |
მარიამ მიქიაშვილი – “არასამთავრობო ორგანიზაცია “მარიანი” |
17:00-17:15 | ტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. | ნინო გულუა -არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step”-ის აღმასრულებელი დირექტორი, მედიცინის დოქტორი, შშმ მოზარდის მშობელი; |
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
მის: თაბუკაშვილის 27, თბილისი 0108, საქართველო
Tel: +995 32 2 309 711
მობ: +995 595 532 353
E-mail: info@gsa.ge
Web: www.gsa.ge