9-10 ნოემბერს, თბილისს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ნეიროქირურგი, ნეჯათ აკალანი ეწვევა.
პროფესორი 10 ნოემბერს მიწვეულია იმედის დილის ეთერში. სადაც ის თავის ტვინის სიმსივნეებისა და მისი ოპერაციული მკურნალობის შესახებ ისაუბრებს. 11 ნოემბერს კი, თავის ტვინის საოპერაიო პაციენტებისთვის პროფესორი უფასო კონსულტაციას გამართავს.
პროფესორთან კონსულტაციის მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 2 90 37 47, 595 77 90 44.
ცნობისთვის, პროფესორი ნეჯათ აკალანი 2011 – 2015 წლებში ევროპის ნეიროქირურგიის ასოციაციის სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელი გახლდათ. ამჯამად იგი მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მედიპოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორია. მას აქვს დიდი გამოცდილება თავის ტვინის სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობის კუთხით. წარმატებით ატარებს ბავშვთა და მოზარდთა თავის ტვინის სიმსივნეების ოპერაციებს მედიპოლის გამოცდილ სამედიცინო გუნდთან ერთად.
pia.ge