ქსენია ლაზარევას ექსტრემალური რესტავრაციები პრაქტიკული დემონსტრაცია (HANDS ON, ვიდეოდემონსტრაციას ეკრანზე)
2016 წლის 8-10 დეკემბერს “ექსპო ჯორჯია”, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისის ჯანდაცვის ფორუმს უმასპინძლებს. განახლებული კონცეფცია აერთიანებს სამ მსხვილ სავაჭრო გამოფენას:
- CAUCASUS HEALTHCARE 2016 – სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აპარატურის საერთაშორისო გამოფენა
- TBILISI BEAUTY 2016 – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა
- TBILISI DENTAL SHOW 2016 – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აპარატურის საერთაშორისო გამოფენა
TBILISI DENTAL SHOW -ს ფარგლებში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამდღიან ღონისძიებას უმასპინძლებს:
8 დეკემბერი – საერთაშორისო კონფერენცია “დენტალ თბილისობა 2016” – სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამა
ორგანიზატორი: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
9 დეკემბერი – განსაკუთრებული საჭიროების სტომატოლოგია – კლინიკური და სოციალური ასპექტები
ორგანიზატორი: საქართველოს განსაკუთრებული საჭიროების სტომატოლოგიის ასოციაცია
10 დეკემბერი – ქსენია ლაზარევას ექსტრემალური რესტავრაციები
ორგანიზატორი: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”
ქსენია ლაზარევას ექსტრემალური რესტავრაციები
პროგრამა:
- ძლიერ დაშლილი კბილების აღდგენა, რესტავრაციის დროს გამოყენებული მინა-ბოჭკოვანი არმირება
- ცოცხალი და არაცოცხალი კბილების სიმყარის მახასიათებლების განსხვავება
- კბილების კონტფრორსების კონცეფცია
- დევიტალური კბილების აღდგენის კონსტრუქციის ანალიზისი
- სტომატოლოგიურ კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებული ბოჭკოვანი ტექნოლოგიები / სახეობები
- არმირების სახეები და მათი გამოყენება პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციებისას
- რესტავრირებული კბილის ბიომიმეტიკური კონსტრუქციის აღდგენის კონცეფცია
- მინა-ბოჭკოვანი არმირების გამოყენების კლინიკური მაგალითების ეტაპობრივი განხილვა. (ფოტო და ვიდეო მასალა)
- მინაბოჭკოვანი წკირის პრაქტიკული გამოყენება ფანტომის ხელოვნურ კბილზე. (დემონსტრაცია / HANDS ON)
ტრენერი:
ქსენია ლაზარევა – სერგეი რადლინსკის კლინიკა-სტუდია „აპოლონიას“ ექიმი სტომატოლოგი. სტომატოლოგთა საერთაშორისო კონკურსის „პრიზმა ჩემპიონატის“ ხელმძღვანელი, სტომატოლოგიურ ჟურნალ „დენტ არტის“ რედაქტორი, 2014 წლიდან სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” საპატიო წევრი.
კონტაქტი:
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
მის: თაბუკაშვილის 27, თბილისი 0108, საქართველო
Tel: +995 32 2 309 711
მობ: +995 595 532 353
E-mail: info@gsa.ge
Web: www.gsa.ge
www.fb.com/WWW.GSA.GE
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”
მობ: +995 555 777 895; +995 514 00 0 16
E-mail: radixge@gmail.com
Web: www.radix.ge
www.fb.com/radix.ge