მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა განახლებული საავადმყოფოს საიუბილეო ღონისძიებას გამართავს
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის სლოგანია ტრადიციიდან ინოვაციებისაკენ. - აუწყებს ქვეყნის მოქალაქეებს, რომ სრულად მზაა სამედიცინო მომსახურებისათვის.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა განახლებული საავადმყოფოს საიუბილეო ღონისძიებას გამართავს

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა დღეს განახლებული საავადმყოფოს საიუბილეო ღონისძიებას გამართავს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კლინიკიდან აცნობეს.

„ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის განახლებული კლინიკა მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა. კლინიკის ისტორია 1880 წლიდან იწყება. შენობა, სადაც საავადმყოფოა განთავსებული, მდებარეობს უზნაძის ქ. N 103 -ში (ყოფილი კამოს ქუჩა), იგი ქალაქის ისტორიული და კულტურული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.

შენობა-ნაგებობებს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩაუტარდათ სრული სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოები“, – აცხადებენ კლინიკაში.

მათივე განმარტებით, განახლებული კლინიკა აღიჭურვა ულტრათანამედროვე აპარატურითა და უკვე თითქმის ერთი წელია მედიკოსები სრული დატვირთვით ემსახურებიან მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას.

„დღეს ალადაშვილის სახელობის კლინიკამ პატივი მიაგო ორ გამოჩენილ ქართველ დასტაქარს, პროფესორებს: ვახტანგ ალადაშვილს და მიხეილ ჩაჩავას, რომელთაც უდიდესი დამსახურება მიუძღვით ქვეყნის წინაშე. კლინიკაში გაიხსნა ვახტანგ ალადაშვილის ბარელიეფი, მიხეილ ჩაჩავას სახელი ეწოდა აუდიტორიას, სადაც იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის სლოგანია ტრადიციიდან ინოვაციებისაკენ. იგი აუწყებს ქვეყნის მოქალაქეებს, რომ სრულად მზად არის მათი სამედიცინო მომსახურებისათვის”, – აღნიშნავენ კლინიკაში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …