მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » 22- 23 ოქტომბერს ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი მოსახლეობისთვის ღია კარის დღეს გამართავს
22- 23 ოქტომბერს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელში შემავალი ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი მოსახლეობისთვის ღია კარის დღეს გამართავს.

22- 23 ოქტომბერს ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი მოსახლეობისთვის ღია კარის დღეს გამართავს

22- 23 ოქტომბერს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელში შემავალი ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი მოსახლეობისთვის ღია კარის დღეს გამართავს.

ორი დღის განმავლობაში ტრავმა-ორთოპედიულ პაციენტებს , რომლებსაც ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა ტიპისა და ხანდაზმულობის პრობლემები, მათ შორის: ნებისმიერი სირთულისა და ხანდაზმულობის მოტეხილობა, მენისკის და იოგოვანი აპარატის დაზიანება, სხვადასხვა სახის ამოვარდნილობები, სახსრების ართროზები და ართრიტები აწუხებთ, კლინიკის წამყვანი ექიმებისგან ჩაუტარდებათ უფასო სამედიცინო კონსულტაციები. აქციის ფარგლებში უფასო იქნება რენტგენოლოგიური კვლევა, ხოლო სახსრის ულტრაბგერით (ექო) კვლევაზე განხორციელდება 60 % იანი ფასდაკლება.

ძვალ- სახსროვანი პათოლოგიების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებზე გაიცემა რეკომენდაციები და შეთავაზებული იქნება მკურნალობის უახლესი მეთოდები, ასევე ადგილზე გაიცემა დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც საჭიროებისამებრ წარსადგენად.

ღია კარის დღე ორი დღის განმავლობაში დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა N 2 55 05 05.

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ლუბლიანას ქუჩა N 21 ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი (ყოფილი ჟვანიას ეზო)

newposts.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …