მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამედიცინო კორპორაცია ევექსი გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქციას მართავს
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ყველა მსურველს სპეციალურ კარდიოლოგიურ სკრინინგ-პაკეტს სთავაზობს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსი გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქციას მართავს

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ”სამედიცნო კორპორაცია ევექსი“ სპეციალურ აქციას მართავს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ევექსიდან” აცნობეს, ”სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ყველა მსურველს სპეციალურ კარდიოლოგიურ სკრინინგ-პაკეტს სთავაზობს.

”კარდიოლოგიური სკრინინგ პაკეტი მოიცავს კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრაფიას და ლიპიდური სპექტრის განსაზღვრას სისხლში და ეს ყველაფერი 170 ლარის ნაცვლად მხოლოდ 35 ლარი ეღირება. აქციის ფარგლებში ასევე განხორციელდება 40 %-იანი ფასდაკლება გულის ულტრასონოგრაფიულ კვლევაზე (ექო). შეთავაზებით სარგებლობა 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია ყველას.

”გულის მსოფლიო დღე“ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ირგვლივ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას ემსახურება. პროფილაქტიკური გამოკვლევები საგრძნობლად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა იშემიური დაავადებების განვითარებისა და უეცარი სიკვდილის რისკებს”, – აცხადებენ ”ევექსის” პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, აქცია თბილისის მასშტაბით „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ყველა ამბულატორიულ ცენტრში გაიმართება.

კერძოდ:

  • თბილისის ამბულატორიული ცენტრი – ვაჟა-ფშაველას 40;
  • ევექსის დიაგნოსტიკური ცენტრი – ქავთარაძის 23;(ყოფილი ლეჩკომბინატი);
  • მთაწმინდის ამბულატორიული ცენტრი – ვეკუას 3;
  • დიდუბის ამბულატორიული ცენტრი – წერეთლის 141ა;
  • ვარკეთილის ამბულატორიული ცენტრი – ჯავახეთის 30;
  • გლდანის ამბულატორიული ცენტრი – გლდანის I მ/რ;
  • ისნის ამბულატორიული ცენტრი – ქეთევან წამებულის 69;

მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე 2 55 05 05.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …