სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ხვალ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია ვეტერანთათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.