მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სერგეენკოს ყველაზე წამგებიანი ნაბიჯი და სოციალიზმის მორევში ჩაშვებული ჯანდაცვა
სერგეენკოს ყველაზე წამგებიანი ნაბიჯი და სოციალიზმის მორევში ჩაშვებული ჯანდაცვა

სერგეენკოს ყველაზე წამგებიანი ნაბიჯი და სოციალიზმის მორევში ჩაშვებული ჯანდაცვა

“ყველაზე წარმატებული” მინისტრი სერგეენკოს, ყველაზე წამგებიანი ნაბიჯი – ასე ეხმაურება ,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე ჯანდაცვის მინისტრის მიერ, ინვესტორებისგან საავადმყოფოების გამოსყიდვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

,,სოფლის მეურნეობის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას კიდევ ახალი შავი ხვრელი შესძინეს. უუნარო მთავრობამ სხვა გამოსავალი ვერ ნახა და ხალხს სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფოს ხარჯზე ჰპირდება.

ნაცვლად იმისა, რომ საავადმყოფოები კერძო სექტორმა აითვისოს და ბიზნესმა კონკურენციის პირობებში ჯანდაცვის სფერო განავითაროს, მედიცინის მუშაკებს ჰქონდეთ მაღალი ანაზღაურება და პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება, კვლავ სოციალიზმის მორევში ჩაგვიშვეს.

კლინიკებში გვექნება გაჯითა და ცხიმიანი საღებავით გაგლესილი კედლები, მოგვემსახურება პენსიონრის ხელებში შემყურე კორუმპირებული მედ პერსონალი და დაზღვევა მომქანცველ რიგებში დახმარებას გვახვეწნინებს.

მოსალოცად გვაქვს საქმე – გვამათხოვრებენ“ – წერს მუხრან ბურჭულაძე.

newposts.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …