მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » „ავერსი” ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალ კლინიკას შემოდგომაზე გახსნის
ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძე-ორივე კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს დაგეგმილად და შემოდგომაზე გაიხსნება.

„ავერსი” ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალ კლინიკას შემოდგომაზე გახსნის

ავერსი” ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განახლებულ საავადმყოფოს შემოდგომაზე გახსნის.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა „ავერსი ფარმას“ ადგილობრივი საავადმყოფოების მოდერნიზაციის გეგმისა და ფარმაცევტული მარაგების გასაუმჯობესებლად სესხი გასული წლის მაისში გამოუყო.

სესხი უნდა მოხმარდეს 135–საწოლიანი ინფექციური დაავადებების საავადმყოფოს რეკონსტრუქციას თბილისში და 84 საწოლიანი ზოგადი პროფილის, მათ შორის პედიატრიული და სამშობიარო მიმართულების საავადმყოფოს მშენებლობას მარნეულში. სესხის ნაწილი მოხმარდება ფარმაცევტული პროდუქციის შეძენასა და პაციენტთა მედიკამენტებით მომარაგების გაუმჯობესებას.

როგორც რადიო „კომერსანტს” „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ განუცხადა, ორივე კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს დაგეგმილად და შემოდგომაზე გაიხსნება. ამასთან, კომპანიაში მეტი დეტალის გახმაურებისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ თითოეულ კლინიკაზე დახარჯული ინვესტიციისა და მათი პროფილის შესახებ მოგვიანებით გაკეთდება განცხადებები.

„ავერსი ფარმა“ 1994 წელს დაარსდა. დღეისათვის კომპანია ადგილობრივ ბაზარზე სააფთიაქო ქსელს, კლინიკებს და სადაზღვევო კომპანიას ფლობს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …