ქართულ -ამერიკულ უნივერსიტეტში ტუბერკულოზის შესახებ, სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო მედია–სემინარი ჩატარდა.
სემინარი “აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის“ (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) (შემდგომში „GFATM“) მიერ დაფინანსებული “ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის ხარისხიანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
ჟურნალისტები გაეცნენ დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს და სახელმწიფო მიდგომას ამ დაავადების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. სემინარზე ასევე განიხილეს დაავადების გამომწვევი მიზეზები, გადადების გზები და დაავადების თავიდან არიდების საშუალებები.
ტუბერკულოზი გადადის ჰაერით და არსებობს მისი რამდენიმე ფორმა: ფილტვის და ხორხის, რომელიც გადამდებია ჰაერის გზით, არსებობს ასევე არაგადამდები ფორმები: თირკმელის, ხელხემლის, თვალის, კანის და სასქმესო ორგანოს ტუბერკულოზი.
ფილტვების ტუბერკულოზის დაავადების პირველი ნიშნებია:
- გახანგრძლივებული (2 ან მეტი კვირის განმავლობაში) ხველა უპირატესად ნახველის გამოყოფით.
- სისხლიანი ხველა.
- ფილტვებიდან სისხლდენა.
- ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში.
- ჰაერის უკმარისობა.
პროექტი გულისხმობს საქართველოს ახალგაზრდა თაობაზე ორიენტირებულ საინფორმაციო – საგანმანათლებლო კამპანიის განხორციელებას.
“საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობა უკვე 2 წელია 100 %–ით ფინანსდება. სტაციონარში მყოფი პაციენტისთვის ტუბერკულოზის წამლები და გვერდითი მოვლენების სამკურნალოდ სხვა სახის მედიკამენტებიც უფასოა. 2015 წლიდან ტუბერკულოზის სამკურნალო წამლებს საფრანგეთიდან ვიღებთ,”– განაცხადა “აიპრესთან საუბრისას ადვოკაცია–კომუნიკაციის ექსპერტმა, ეკა სანიკიძემ.
კამპანიის მსვლელობისას პროექტის ექსპერტებმა ტუბერკულოზის შესახებ ვრცელი და საინტერესო ტრენინგი ჩაატარეს.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 40-მდე ჟურნალისტს, 300-მდე სტუდენტს, 30-40-მდე პედაგოგსა და 1,000-მდე მოსწავლეს ჩაურატდება სემინარი.
სემინარები ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას ტუბერკულოზთან მიმართებაში.