20 ივლისს, 1100 საათზე ჯანდაცვის პრესკლუბში თავისუფალი დემოკრატების ერთერთი ლიდერი კოკა ფრუიძე ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პრიორიტეტები, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში გასაკეთებელი კონკრეტული ცვლილებები და ბოლო წლებში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზები.
2016-2020 წლებში “თავისუფალი დემოკრატების“ მიერ შემუშავებული ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი ამოცანებია:
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
- სოფლის მოსახლეობის ჯანდაცვის გაუმჯობესება
- პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება
- ჰოსპიტალური სერვისის ხარისხის გაუმჯობესება
- ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და სერვისების საყოველთაობის უზრუნველყოფა.
- მედიკამენტების გაიაფება და მათი ხარისხის კონტროლი.
- პაციენტების და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვა.
- ჯანდაცვის და სამედიცინო განათლების ხარისხის კონტროლი.
- პრედიპლომური განათლება
- პოსტიპლომური განათლება
- ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
Email: natia.narmania@jandacva.ge; ტელ: 568 27 24 24