საქართველოში პირველად! პედიატრიულ პრივატ კლინიკაში მენჯის სამმაგი კვეთის ოპერაცია უკრაინიდან მოწვეულმა პროფესორმა, ალექსანდრ კოროლკოვმა ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარა!
ოპერაცია წარმატებით დასრულდა, პატარა პაციენტები თავს ძალიან კარგად გრძნობენ.
მენჯის სამმაგი კვეთის ოპერაცია თავისი სირთულიდან გამომდინარე მსოფლიოს არც თუ ისე ბევრ კლინიკაში ტარდება. ეს მეთოდი წარმატებით დაინერგა პედიატრიულ პრივატ კლინიკაში.
„ძალიან მომწონს საქართველო და ქართველი ხალხი. მომწონს კლინიკა, სადაც ასეთი სერიოზული ოპერაციების ჩატარება გადავწყვიტეთ. პედიატრიული პრივატ კლინიკა მთლიანად პაციენტის საჭიროებებზეა მორგებული, აქ თავს კომფორტულად გრძნობს როგორც პაციენტი, ისე – ექიმი. კლინიკა აკმაყოფილებს საკმაოდ მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს: ექიმები, საოპერაციო ბლოკები, ანესთეზიის სამსახური, პოსტოპერაციული პალატები, ყველაფერი ერთად ქმნის უწყვეტ, ძლიერ რგოლს, რომელიც, რა თქმა უნდა,დადებითად ისახება პაციენტთა ჯანმრთელობაზე“ – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრ კოროლკოვი
„უახლოეს პერიოდში ჩვენს კლინიკაში კვლავ იგეგმება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების სამუშაო ვიზიტები. გამომდინარე იქედან, რომ კლინიკა აკმაყოფილებს უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს პატარა პაციენტებს შევთავაზოთ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება“ – ჯემალ ჭუმბურიძე, პედიატრიული პრივატ კლინიკის ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
ოპერაციების გარდა პროფესორმა კონსულტაცია გაუწია ათობით პაციენტს. ჩატარდა თითოეულის დიაგნოსტიკა და დაისახა მკურნალობის შემდგომი გეგმა.
ალექსანდრ კოროლკოვი კვლავ გეგმავს პედიატრიულ პრივატ კლინიკაში ვიზიტს. გარდა ამისა უახლოეს პერიოდში მსოფლიოს არაერთი კლინიკიდან იგეგმება სპეციალისტთა სამუშაო ვიზიტები.