შაბათს, 9 ივლისს, 12:00 საათზე, „ისთ პონტში“ (მის: კახეთის გზატკეცილი, ალ. თვალჭრელიძის #2) საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებით მორიგი საქველმოქმედო აქცია – ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების,ნახატების გამოფენა- გაყიდვა გაიმართება.
შემოსული თანხა ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერას – კოალიციის ბენეფიციარებს მოხმარდება.
„ევროპა დონა საქართველო“ ანალოგიურ საქველმოქმედო აქტივობებს პერიოდულად ახორცეიელებს. ჩვენ ვართ “პაციენტებიპაციენტებისთვის”. ორგანიზაციამ ამ ხნის მანძილზე მრავალი პროექტი განახორციელა,რომლის ფარგლებშიც დახმარება გაეწია მრავალ ქალბატონს. ჩვენ ვეხმარებით მათ, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ!
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა საქველმოქმედო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, რადგან ერთად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ისეთი საშიში დაავადება, როგორიც ძუძუს კიბოა. ამჯერად, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სამი შვილის დედას,რომელიც სამკურნალოდ თურქეთში მიემგზავრება“,- განაცხადა „ევროპა დონა – საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა.
აქციის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ. ღონისძიებას „ევროპადონა – საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, ცნობილი სახეები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დადაესწრებიან.
“europa donna Georgia”2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს,ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია დაარსების დღიდან,იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად.
„ევროპა დონა საქართველო“-ს წევრები არიან, როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-s მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები, „პაციენტები პაციენტებისთვის“.მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება და შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.