მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » აქციას – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად” -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეუერთდა
ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის აქციას – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად”, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

აქციას – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად” -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეუერთდა

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის აქციას – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად”, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

მათ დონაციაში მიიღეს მონაწილეობა და სისხლი უანგაროდ გაიღეს.

“ღონისძიება ატარებს უანგარო ხასიათს, აქციას პერმანენტული ხასიათი აქვს. დონორებს ჩაუტარდებათ გამოკვლევები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელს, გიორგი საღინაძეს გაწეული თანადგომისთვის”,

– განაცხადა ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გოკიელმა.

დონაციის აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს.

kvira.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …