მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მშობელთა სკოლაში მეთექვსმეტე სალექციო სესია გაიმართება
მშობელთა სკოლაში რიგით მე-16 ღია ლექცია ჩატარდება."ამოვარდნილობა და მოტეხილობა"- ლექციას ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი წაიკითხავს.

მშობელთა სკოლაში მეთექვსმეტე სალექციო სესია გაიმართება

23 ივნისს, 17:00 სთ-ზე „მშობელთა სკოლაში“ რიგით მე-16  ღია ლექცია ჩატარდება. სასესიო თემა „ამოვარდნილობა და მოტეხილობა“ იქნება, რომელსაც იაშვილის კლინიკის ბავშვთა ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი წაიკითხავს.

ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ.

მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.

რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განცხადება https://goo.gl/zM9as7

ghn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …