18 ივნისს, სამეგრელოს „კარაპს მედლაინის“ წამყვანი ქირურგი კოტე მათითაშვილი ესტუმრება და ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან” აცნობეს, პაციენტებს, ვისაც სურს ტუჩის კორექცია, რინოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, მკერდის ფორმის შეცვლა და სხვა პლასტიკური თუ რეკონსტრუქციული ქირურგიის ჩატარება, საშუალება აქვთ 11:00 – 15:00 საათ-მდე გასინჯვები და კონსულტაციები მიიღონ.
სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05