ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფის მომხმარებლისათვის საინტერესო და საჭირო აფთიაქების გამოქვეყნებას.
ორგანიზაციამ შეისწავლა პირველადი დახმარების აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და მათი ფასი, რაც კვლევის ფარგლებში 4 ყველაზე მსხვილ სააფთიაქო ქსელში გადამოწმდა. წინა თვესთან შედარებით, მაისის თვეში პირველადი დახმარების აფთიაქის შევსება 127 ლარად არის შესაძლებელი. მაშინ, როცა ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების შესაძენად აპრილში 135 ლარი იყო საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტებზე ფასი საშუალოდ 5.9%-ით არის შემცირებული.
კონკრეტულად კი, დაიკლო მედიკამენტ ცეტირიზინის ფასმა. აპრილის თვეში მისი ფასი 3.50 ლარი იყო, მაისში კი შემცირდა და 2.50 ლარი შეადგინა. შემცირდა კაპტოპრილის ფასიც 4.60 ლარიდან 4.38 ლარამდე.
აპრილისა და მაისის თვეში მედიკამენტების ფასების შედარების შედეგად ასეთი სურათია:
აპრილის თვეში პირველადი დახმარების აფთიაქში შემავალი აქსესუარების (ფონეიდოსკოპი, ხელთათმანი, ჟგუტი, მაკრატელი და სხვა) შესაძენად საჭირო იყო 40 ლარი, მაისში კი ამ თანხამ 33 ლარი შეადგინა. უცვლელი დარჩა ანტისეპტიკური საშუალებების (იოდი (ბეტადინი), თურმანიძის მალამო,ოქსოლინის მალამო, საინექციო წყალი და ა.შ.) ფასი და მან მაისშიც 13 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ამ აფთიაქში შემავალი სხვა მედიკამენტების საერთო ჯამს ის მაისის თვეში მცირედით არის შემცირებული.
ჯანდაცვის პლატფორმა უკვე სამი თვეა სწავლობს მოსახლეობისათვის საჭირო, აუცილებელი და საინტერესო აფთიაქების ჯგუფში შემავალი მედიკამენტების სიასა და მათ ფასს.
ორგანიზაციამ შეისწავლა ისეთ ჯგუფებში შემავალი მედიკამენტების სია როგორიცაა: ჩვილის, საბავშვო, პირველადი დახმარების, ოფისის, ოჯახის, ტურისტის, აგარაკის, მძღოლის აფთიაქი. ჯანდაცვის პლატფორმა მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას თუ როგორ იცვლება მედიკამენტების ფასი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე და მიაწვდის მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში განახლებად ინფორმაციას.