მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ველორბოლა სახსრების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად – „ყველაფერი ჩვენს ხელშია“
„რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი“ მხარდამჭერ აქციას გამართავს. ველორბოლა სახსრების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად - „ყველაფერი ჩვენს ხელშია“.

ველორბოლა სახსრების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად – „ყველაფერი ჩვენს ხელშია“

„რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი“  მხარდამჭერ  აქციას გამართავს. ველორბოლა სახსრების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად – „ყველაფერი ჩვენს ხელშია“.

11 ივნისს, 11:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტეროტორიაზე  „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ მხარდასაჭერად გაიმართება ველორბოლა სახსრების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად – „ყველაფერი ჩვენს ხელშია“.

ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება იშვიათი დაავადების  – რევმატოიდული ართრიტის  შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აქციაში მონაწილეობა თავისუფალია – ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ჩაერთოს ველორბოლაში და ამ ფორმით მხარი დაუჭიროს რევმატოიდული ართრითით დაავადებულ პაციენტებს.

ღონისძიების საკომუნიკაციო კამპანიას უზრუნველყოფს კომპანია „ჯეპრა“. აქციის მხარდამჭერია  ველო კლუბი „Georiders“ და თბილისის  ველომოყვარულთა კლუბი. მხარდამჭერებთან ერთად  მონაწილეობას მიიღებენ „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი, დამფუძნებლები მარინა საღარაძე და რუსუდან ედიბერიძე,,  პაციენტების სურვილია საზოგადოებას  მიაწოდონ  მნიშვნელოვანი გზავნილი “ყველაფერი ჩვენს ხელშია”.

„რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს სახსრების გაუსაძლისი ტკივილის გამო უჭირთ მოძრაობა, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ დაავადებასთან მიმართებაში, რადგან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა გაზრდის შანსს, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულმა პაციენტებმა მიიღონ ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა,” – აღნიშნავს „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი დაფუძნდა წელს, 20 მაისს. კავშირის დაფუძნებით საქართველო შეუერთდა  აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიკოსები და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები, კავშირის მხარდამჭერებთან ერთად.

დასასრულს გამოქვეყნდა ონლაინ პეტიცია, მიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი – საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით.

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი  აუტოიმუნური  დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში.

რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად  შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა,  კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს  სამსახურს და საარსებო წყაროს.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთი სისტემური გართულებები, როგორიცაა  გულ-სისხლძარღვთა  და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემია და ა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10  წლით იყოს შემცირებული.

დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ სამწუხაროდ დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირი დაარსდა 2016 წელს. კავშირის ძირითადი მიზანია:

  • საზოგადოების ინფორმირებულობის  გაზრდა დაავადებასთან მიმართებაში;
  • სტანდარტული თერაპიისადმი რეზისტენტული პაციენტების (განსაკუთრებით მძიმე ფორმების) ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის ზრუნვა;
  • პერმანენტული ურთიერთობა საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციასთან, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან და სხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაციებთან დაავადების გარშემო არსებული სიახლეების, მეთოდების, ახალი მედიკამენტების გაზიარების თვალსაზრისით.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …