მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ფანასკერტელის საბავშვო აფთიაქი მაისის თვეში 4%-ით გაიაფდა
საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასების კვლევისას დადგინდა, რომ წინა თვესთან შედარებით, მაისში საბავშვო აფთიაქის შევსება 4%-ით უფრო იაფია.

ფანასკერტელის საბავშვო აფთიაქი მაისის თვეში 4%-ით გაიაფდა

ჯანდაცვის პლატფორმა მაისის თვის ჩვილის აფთიაქის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაციამ შეისწავლა17 დასახელების მედიკამენტის ღირებულება და  ფასი 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასების აპრილისა და მაისის თვის მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ წინა თვესთან შედარებით, მაისში საბავშვო აფთიაქის შევსება 4%-ით უფრო იაფია.

უფრო დეტალურად კი კონკრეტული მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:

საბავშვო აფთიაქი (3-5წლამდე

მოვლის საშუალებები:

ყურის ჩხირები (N100)- 1.15ლ
საბავშვო კრემი-3.85ლ
ბამბა-1.00ლ
სტერილური ბინტი -1.04ლ
ბრილიანტის მწვანე – 0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი – 0.51ლ (100მ)
სპირტი- 1.40ლ

დამწვრობისთვის:
თურმანიძის მალამო- 5.88

ყელის ტკივილი:
სტრეფსილსი-  8.50ლ

გაციება:
პანადოლი- 8.20ლ
ვიბურკოლი(სანთლები) -13.37ლ

კუჭნაწლავისთვის:
რეჰიდრონი ოპტიმი-26.00ლ
ენტეროლი- 8.50ლ

ყურისტკივილის:
ოტიპაქსი – 7.20ლ

თვალის ტკივილის:
ალბუციდი- 1.20ლ

ანტიჰისტამინური:
ცეტირიზინი-2.50ლ

მგზავრობისთვის:
დრამინა- 5.60ლ

ჯამი: 97 ლარი 

ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო და აუცილებელი მედიკამენტების სიისა და ფასების შესწავლას. უახლოეს მომავალში გავრცელდება ისეთ ჯგუფის აფთიაქებში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი, როგორიცაა: პირველადი აფთიაქი, მძღოლის აფთიაქი, ოფისის, ოჯახის, აგარაკის, ტურისტის აფთიაქი და სხვა.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …