მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ქუთაისში სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი ობიექტი შენდება
სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი დაწესებულების არსებობა, გარემოს ზედამხედველობის შეფასების ანგარიშით მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ არის.

ქუთაისში სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი ობიექტი შენდება

ქუთაისში ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფექციური კონტროლისთვის  შენდება სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი დაწესებულება, რომელიც უზრუნველყობს საავადმყოფოებში დაგროვილი ნარჩენების გაუვნებელყოფას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროექტი „ლჯ“ კლინიკაში განიხილეს. ასევე წარმოადგინეს გარემოს ზედამხედველობის  ანგარიში.

პროექტს „ლჯ და კომპანია“ მთავრობის დახმარებით ახორციელებს. პროექტის ხელმძღვანელის კონსტანტინე გვეტაძის განცხადებით, ამ დრომდე არ ხდება სამედიცინო ნარჩენების სწორად რეგულაცია.

„ამ დრომდე ვერ ხდება სწორად  ნარჩენების რეგულაცია. ახალი პროფილის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ავტოქარხნის ტერიტორიაზე  მოეწყობა, უზრუნველყოფს იმას, რომ სამედიცინო ნარჩენები სრულად იქნეს მოვლილი. ვინაიდან დაწესებულებებში წარმოქმნილმა ნარჩენებმა   ზიანი  არ მიაყენოს მოსახლეობას”, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე გვეტაძემ.

“მთელი მსოფლიო გადასულია სამედიცინო ნარჩენების  ინსინირაციაზე, სადაც ხდება ნარჩენების მაღალ ტემპერატურაზე წვა. სამედიცინო ნარჩენი არის სახიფათო ნარჩენები, ამიტომ  სამედიცინო დაწესებულებეს ვალდებულება ეკისრებათ, რომ იზრუნონ მის გაუვნებლობაზე”,- აღნიშნა გარემოს დამცველმა თეიმურაზ კეპულაძემ.

სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი დაწესებულების არსებობა, გარემოს ზედამხედველობის შეფასების ანგარიშით მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ არის. მიმდინარეობს შენობის აშენება, რის შემდეგაც  დაწესებულება ფუნქციონირებას დაიწყებს.

newpress.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …