მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » კუნთოვანი კონტრ-პულსაცია ახალი ხედვა სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერაში
შპს მარჯის კლინიკაში დანერგილი კომპლექსური ფარმაკო - აპარატული მეთოდის- კუნთოვანი კონტრპულსაციისა და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებით.

კუნთოვანი კონტრ-პულსაცია ახალი ხედვა სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერაში

ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის 2001-2004 წლის მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის თითქმის 20% იტანჯება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა (CVD) ამა თუ იმ ფორმით, რომელთა მკურნალობაზეც ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი იხარჯება.

ხოლო საქართველოს მოსახლეობას შორის ამ დაავადებების გავრცელებასა და მათზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია, აშშ-ის სტატისტიკური მონაცემების ექსტრაპოლირების მიხედვით, მოცემულია ცხრილში:

1

დადგენილია რომ, გულის იშემია ვითარდება ჟანგბადის მოთხოვნა- მოხმარებას შორის წარმოქმნილი დისბალანსის გამო. თავის მხრივ იშემიის გაღრმავება იწვევს სისტოლური დისფუნქციისა და შემდგომში გულის ქრონიკული უკმარისობის ჩამოყალიბებას და პროგრესირებას. ეს რთული და ვერაგი კლინიკური სინდრომი ხასიათდება სიკვდილიანობის ზრდით ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.

დიაგნოზის დადგენის პირველივე წელს იღუპება 20%, შემდეგი 5 წლის განმავლობაში – ავადმყოფთა 50%, ათწლეულების ზღვარის გადალახვა კი მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. 

მთელი რიგი სამკურნალო საშუალებების გამოყენების მიუხედავად, იქნება ეს მედიკამენტური თუ ენდოვასკულური მეთოდები, მარცხენა პარკუჭის რევერსრე-მოდელირების მიღწევა შესაძლებელია დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ისიც მხოლოდ დაავადების საწყის სტადიაზე, რაც ზოგიერთი ავტორის [Michael Arad et al. 2014] აზრით წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა, მაგრამ რეალურად სიკვდილიანობის მაჩვენებელი პრაქტიკულად შეუცვლელი რჩება.

ამ სურათის შეცვლა კი შესაძლებელია შპს მარჯის კლინიკაში დანერგილი კომპლექსური ფარმაკო- აპარატული მეთოდის- კუნთოვანი კონტრპულსაციისა (www.MuscularCounterPulsation.Jimdo.Com) და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებით. ეს კომპლექსური თერაპია წარმოადგენს გულის უკმარისობის რადიკალურ, შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობის მეთოდს და გვევლინება ინვაზიური თუ მედიკამენტური თერაპიის შემავსებლად ან/და ალტერნატივად. თავისი არსით ის გახლავთ მიოკარდიუმის არაპირდაპირი, უსისხლო, ბუნებრივი რევასკულარიზაციის და განტვირთვის საშუალება.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში გთავაზობთ ჩვენი ბოლო პაციენტების შედეგებს. საწყისი დიაგნოზი:

დილატაციური კარდიომიოპათია გულის ქრონიკული უკმარისობით NYHA II- III,  შუნტირების (n=2), სტენტირების (n=1) და ICD იმპლანტაციის (n=1) შემდგომი მდგომარეობა; მოციმციმე არიტმია (n= 2); ჰიპერტონიული დაავადება (n=3); შაქრიანი დიაბეტი (n= 2)

2

ეს გახლავთ დაახლოებით ნახევარ წლიანი მკურნალობის შედეგი, რომელიც გვიჩვენებს განდევნის ფრაქციისა და გულის ზომების მიახლოებას ნორმის ფარგლებამდე.

ყალბი მოკრძალების გარეშე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, ევროპისა და ამერიკის მიერ მოწოდებული მკურნალობის სახელმძღვანელოებით (Guidelines) ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელია!

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წარსულში ყველა ეს პაციენტი იყო მწეველი და მოცემული შედეგის შენარჩუნება შეძლეს მხოლოდ მათ, ვინც უარი თქვა თამბაქოს მოხმარებაზე.

ჩვენი მისამართია: 

3 შპს „მარჯი“-ს კლინიკა „Cardio-Style”  ქ.თბილისი – 0108, რ.თაბუკაშვილის, N 27

ტელ: 2.998.277 ან 790.998.277; მობ. 555.373.229 ;

www.cardio-style.jimdo.com;

E-ფოსტა:  larry@marji.net

ხელმძღვანელი – პროფ. ლერი ლაფანაშვილი.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …