მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჯიპიაი ჰოლდინგმა ვანის სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაცია დაასრულა
ვანის საავადმყოფოს რეაბილიტაცია დასრულდა. სამედიცინო ცენტრში როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურეობას პაციენტები უკვე ერთი თვეა იღებენ.

ჯიპიაი ჰოლდინგმა ვანის სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაცია დაასრულა

განახლებული კლინიკა ვანში ოფიციალურად გაიხსნა. ვანის საავადმყოფოს რეაბილიტაცია დასრულდა. სამედიცინო ცენტრში როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურეობას პაციენტები უკვე ერთი თვეა იღებენ, ოფიციალური გახსნა კი 2 ივნისს შედგა.

გახსნის ცერემონიას სამედიცინო პერსონალთან და ადგილობრივი მთავრობის წევრებთან ერთად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დირექტორი ბესიკ ფესტვენიძე, „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი სოფიო გასიტაშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ აღებული ვალდებულების შესაბამისად, ვანის საავადმყოფოში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა საწოლფონდი და კლინიკა აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით.

11 საწოლზე გათვლილი სამედიცინო ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:

  • გადაუდებელი ამბულატორიული თერაპია
  • გადაუდებელი ამბულატორიული პედიატრია
  • გადაუდებელი ამბულატორიული ქირურგია
  • გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული თერაპია (ზოგადი თერაპია, კარდიოლოგია, ნევროლოგია)
  • გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული პედიატრია
  • გინეკოლოგიური მიმართულება
  • ოტორინოლარინგოლოგიური მიმართულება
  • ოფთალმოლოგიური მიმართულება
  • უროლოგიური მიმართულება

ვანის კლინიკაში 53 ადამიანია დასაქმებული. პაციენტებს ემსახურება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული ექიმები. ახალი კლინიკის ოპერირებას ჯეო ჰოსპიტალსი ახორციელებს.

სოფიო გასიტაშვილი, შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის გენერალური დირექტორი: შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ის კლინიკათა ქსელს, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს 5 რეგიონში ახალი, ვანის სამედიცინო ცენტრი შეემატა. ჩვენს ქსელში ყოვედღიურად ათასობით პაციენტი იღებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობას.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ კომპანიათა შორის, რომელიც ჩართული იყო უმწეოთა დაზღვევის პროექტში 2007-2012 წწ. და ამ პროგრამის ფარგლებში სოლიდური ინვესტიცია განახორციელა ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კერძოდ: 16 კლინიკის მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში.

2012 წლის შემდეგ, უმწეოთა დაზღვევის პროგრამაში შევიდა ცვლილებები, რის გამოც უწყებათაშორის კომისიასთან შედგა მოლაპარაკება – მაღალმთიან რეგიონებში არსებული არარენტაბელური კლინიკების სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვის თაობაზე. ამავე შეთანხმების ფარგლებში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ს დაეკისრა გარკვეული დამატებითი ვალდებულებები. მათ შორის ერთ-ერთი იყო ვანის კლინიკის რეაბილიტაცია.

მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები მითითებულ ვადაში შესრულდა და ჯეო ჰოსპიტალსმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების გაუმჯობესების საქმეში.

შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის ქსელი საქართველოს მასშტაბით 23 კლინიკას მოიცავს და 450 საწოლს ემსახურება.

pia.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …