მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ფანასკერტელის ჩვილის აფთიაქი – მაისში 5%-იანი კლებაა
ჩვილის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი აპრილსა და მაისის თვეში დაფიქსირებულ ფასებს შეადარეს.დადგინდა, რომ ჩვილის აფთიაქის შევსება მაისში 5%-ით

ფანასკერტელის ჩვილის აფთიაქი – მაისში 5%-იანი კლებაა

ჯანდაცვის პლატფორმა მარტისა და აპრილის თვეების აფთიაქების კვლევის შემდეგ, მაისის თვის მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს.

ორგანიზაციამ შეისწავლა სხვადასხვა სეგმენტისთვის საჭირო და საინტერესო (ჩვილის, საბავშვო, ოჯახის, პირველადი დახმარების, ტურისტის, მძღოლის, ოფისის, აგარაკის) აფთიაქებში შემავალი მედიკამენტების სია და მათი ფასების ყოველთვიური ცვლილება.

ამჯერად ორგანიზაციამ შეადარა ჩვილის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი აპრილსა და მაისის თვეში დაფიქსირებულ ფასებს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩვილის აფთიაქის შევსება მაისში 5%-ით უფრო იაფია. მონაცემები ასე გამოიყურება:

აქსესუარები:

აბაზანის თერმომეტრი -6.15ლ

საწოვარა – 5.40ლ

საწოვარიანი ბოთლი- 8.80ლ

ოყნა- 1.39ლ

თერმომეტრი- 7.95ლ

მაკრატელი – 5.80ლ

მოვლის საშუალებები:

ყურის ჩხირები – 100ც – 1.15ლ

პუდრა – 2.15ლ

საბავშვო კრემი- (ჯონსონ ბეიბი)-3.85ლ

კრემი საფენქვეშა- 4.64.ლ

ბამბა-1.00ლ

სტერილური ბინტი– 1.04ლ

ბრილიანტის მწვანე– 0.30ლ

წყალბადის ზეჟანგი – 1.25ლ

სპირტი- 1.40ლ

მედიკამენტები:

პანადოლი- 8. 20ლ

ფენისტილი -13.31ლ

გვირილა -1.48ლ

ვიბურკოლის სანთლები-13.37ლ

ბობოტიკი- 11.40ლ

ნეოპეკე (სიროფი)- 34.90ლ

კამის ჩაი- 6.90ლ

პირი სღრუს მულტიფუნქციური გელი- 8.35ლ

ჯამი: 151ლარი

ჯანდაცვის პლატფორმა უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს დანარჩენ ჯგუფებში შემავალი აფთიაქების მონაცემებს და გააგრძელებს მოსახლეობის ინფორმირებას მათთვის საჭირო და საინტერესო აფთიაქებში შემავალ მედიკამენტებზე განახლებადი ფასების შესახებ.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …