2 ივნისს, 17:00 სთ-ზე „მშობელთა სკოლაში“ რიგით მეცამეტე ღია ლექცია ჩატარდება.
სასესიო თემა „იმუნიზაცია“ იქნება, რომელსაც იაშვილის კლინიკის პედიატრი და იმუნიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი რიტა ფაჩუაშვილი წაიკითხავს.
ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ.
მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განცხადება https://goo.gl/zM9as7