მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » გემანელმა პროფესორებმა ჟვანიას კლინიკაში ყბა-სახის მანკის რთული ოპერაციები ჩაატარეს
გერმანელმა პროფესორებმა გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ყბა-სახის მიდამოს განვითარების თანდაყოლილი მანკის 12 რთული ოპერაცია ჩაატარეს.

გემანელმა პროფესორებმა ჟვანიას კლინიკაში ყბა-სახის მანკის რთული ოპერაციები ჩაატარეს

გერმანელმა პროფესორებმა გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ყბა-სახის მიდამოს განვითარების თანდაყოლილი მანკის 12 რთული ოპერაცია ჩაატარეს.

ოპერაციების გარდა გერმანელმა ექიმებმა ყბა-სახის პათოლოგიების მქონე 25 პაციენტს კონსულტაცია გაუწიეს.

ქალაქ დუისბურგის კლინიკის სპეციალისტებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის ლექციები წაიკითხეს. გერმანიის ქალაქ დუისბურგის ყბა-სახის ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის წამყვანი ექიმ-სპეციალისტები თსსუ-ის საპატიო დოქტორები და მოწვეული პროფესორები ჰელმუტ ზიბერი, ანდრეას ჰამმახერი ვიქტორ ვაილერტი და მოწვეული პროფესორი, კარსტენ კრაბსი თბილისს 16 მაისს 4-დღიანი ვიზით ესტუმრნენ.

გერმანელი პროფესორების სასწავლო-სამუშაო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის მიზანი საქართველოში უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების პროფესორების მოწვევა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა და განვითარებაა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …