პირველად თბილისში – Dudu Baby School ახალ, უპრეცედენტო მოძრაობას სახელწოდებით – FitMom იწყებს. სკოლა ახალბედა დედებს უფასო ფიტნეს გაკვეთილებს სთავაზობს.
მენეჯმენტი დედებს ვარჯიშზე პატარებთან ერთად უხმობს. პროგრამა სწორედ იმ დედებისთვის არის განკუთვნილი, ვინც სახლში მარტო ცხოვრობს და ბავშვის დატოვებას ვერავისთან ახერხებს.
Dudu Baby School-ის ცნობით, FitMom -ეს არის უნიკალური ფიტნეს პროგრამა, რომელიც მშობიარობის შემდეგ ფორმების აღდგენას შეუწყობს ხელს და დედებს უფრო თავდაჯერებულს გახდის. პირველი ფიტნეს-გაკვეთილი ხვალ ვაკის პარკში ჩატარდება.