მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » როდესაც კონკურენციის სააგენტო მოწოდების სიმაღლეზე იქნება ბაზარზე ახალი მოთამაშეებიც შემოვლენ
სოლომონ მენაბდიშვილი: როდესაც კონკურენციის სააგენტო მოწოდების სიმაღლეზე იქნება ბაზარზე ახალი მოთამაშეებიც შემოვლენ.

როდესაც კონკურენციის სააგენტო მოწოდების სიმაღლეზე იქნება ბაზარზე ახალი მოთამაშეებიც შემოვლენ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოთხოვნის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა 2012 წელს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონი მიიღო.

იმავე წელს კონკურენციისა და სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტო დაფუძნდა.

აქვს თუ არა საქართველოში ადგილი კარტელურ გარიგებებს და რამდენად უზრუნველყოფს კონკურენციის შესახებ კანონი მონოპოლიური ბიზნეს საქმიანობის შეზღუდვას ქვეყანაში, – თემაზე “საქმიან დილასთან” “კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის” ცენტრის ხელმძღვანელი სოლომონ მენაბდიშვილი საუბრობს.

– ბატონო სოლომონ, რა შეგიძლიათ გვითხრათ ფარმაცევტული ბაზრების შესახებ?

– მე რომ ფარმაცევტულ სექტორში წარვადგინე მტკიცებულებები ძირითადად ჟურნალისტური კვლევები იყო. თუმცა, ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ მასაც ჰქონდა პრობლემები საქართველოში მედიკამენტების შემოტანაზე. სამწუნავთობ კომპანიების საქმეზე გადაწყვეტილებას გავეცანი დეტალურად, იგივე პათოსით, იგივე ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე მათ ფარმაცევტულ სექტორში შეეძლოთ მოკვლევა დაეწყოთ.

ფარმაცევტული სექტორი ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია ნავთობ სექტორთან შედარებით. იგი სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება და ძალიან ბევრი კვლევა არსებობს იმისა, რომ 100 პროცენტიან და 300 პროცენტიანი მოგების მარჟათი ყიდიან წამლებს. მედიკამენტებს, რომლების ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ კონკურენციის სააგენტომ ამ სექტორში მოკვლევის დაწყებისგან თავი შეიკავა.

თვითონ კონკურენციის სააგენტოს კანონშიც მნიშვნელოვანი ხარვეზები იყო, რომელიც აღმოიფხვრა, თუმცა მცირე ხარვეზები მაინც არის. კონკურენციის სააგენტოს ბერკეტი აქვს, რომ სრულყოფილად იმუშაოს, რადგან ეს ყველაფერი მის ხელშია. მას შეუძლია, რომ განცხადებებისა და საჩივრების შეტანას არ დაელოდოს და თვითონ დამოუკიდებლად დაიწყოს კვლევები. ეს ძალიან მნიშნელოვანია.

– რატომ იკავებს მაშინ თავს?

– არ ვახსენებ კომპანიებს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მე ვაკვირდებოდი ორ კომპანიას, რომელიც შეერწყა ერთმანეთს ისე, რომ კონკურენციის სააგენტოს არ აცნობა. არადა, ვალდებულება ჰქონდა, იმისა, რომ ეცნობებინა. რამდენიმე თვე ვაკვირდებოდი.

შერწყმა გასული წლის შემოდგომაზე მოხდა, მაგრამ მე წლის ბოლოს ვახსენე. კონკურენციის სააგენტოს შეეძლო დაებარებინა ორივე ფირმა და ეთქვა, რომ მათ კანონი დაარღვიეს და შესაბამისი სანქციებით თუ არა სანქციებით რაღაც მუშაობა განეხორციელებინა მათ მიმართ, მაგრამ ეს არ მოხდა.

მე ამ მოვლენებს თვალყურს ვადევნებდი და ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და მივმართე აქამდე ამ საქმეს რატომ ტოვებდნენ. კონკურენტების შერწყმა მოხდა საქართველოს ბაზარზე და კონკურენციის სააგენტომ ამაზე თვალი დახუჭა.

– ბაზრის სიმცირეს როგორ შეაფასებდით?

– აღიარებულია მეცნიერების ნაწილის მიერ, ასევე წინა ხელისუფლების დროს ბატონი კახა ბენდუქიძეც ამბობდა, რომ როდესაც ბაზარი მცირე არის საჭირო არ არის კონკურენციის ნორმები, იმიტომ რომ შეიძლება ბაზარმა ახალი მოთამაშეები აღარ მოიზიდოს. თუმცა, დღეის მდგომარეობით ჩვენ ახალი რეალობის წინაშე დავდექით.

შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირმა გვაიძულა კონკურენციის სამართალი შემოგვეტანა და ეს აუცილებელიც იყო. იმიტომ, რომ თავისუფალი ბაზარი ყველასთვის მიმზიდველია. ასოციაციის შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოს ბაზარზე ბევრი მოთამაშე უნდა შემოვიდეს წესით და რიგით. ისინი თუ აღმოაჩენენ, რომ ბაზარზე მონოპოლიებია აღარ შემოვლენ. ამას ყველაფერს კონკურენციის სააგენტო უნდა უზრუნველყოფდეს.

როდესაც კონკურენციის სააგენტო თავისი მოწოდების სიმაღლეზე იქნება ბუნებრივია, ახალი მოთამაშეებიც შემოვლენ და სურვილი გაუჩნდებათ.

პატარა მოთამაშეები ევროკავშირშიც არიან. თუნდაც ავიღოთ ბელგია, ჰოლანდია, ლიტვა, ლატვია, ეს ყველა პატარა მოთამაშეა. ზოგიერთ ქვეყანას საქართველოზე პატარა ტერიტორია აქვს და ჩვენზე ცოტა მოსახლეობაც ჰყავს, მაგრამ კონკურენციის სამართალი იქ შესაბამის ეფექტს იღებს და მომხმარებელი უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე დღეს საქართველოში.

ასევე ანტიდემპინგური კანონის მიღებაც აუცილებელია, იმიტომ რომ საფრთხე არის იმისა, რომ მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლება შემოტანილი იყოს და არის უკვე საფრთხე ამისა, მაგალითად უკვე ანტიდემპინგურ ფასად ფქვილი იყო უკვე შემოტანილი, რაც ქართველი მწარმოებლების განდევნას იწვევს.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …