მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამეგრელოს რეგიონში უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები ჩატარდება
16 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით სამეგრელოს რეგიონში ოფთალმოლოგები უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ჩაატარებენ.კონსულტაციებზე წარმოებს წინასწარი ჩაწერა.

სამეგრელოს რეგიონში უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები ჩატარდება

16 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით  სამეგრელოს რეგიონში ოფთალმოლოგები უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ჩაატარებენ.

აქციის ფარგლებში ჩატარდება ოფთალმოსკოპიისა და ტონომეტრიის კვლევა, რაც ხელს შეუწყობს თვალის გავრცელებული დაავადებების, მათ შორის კატარაქტისა და გლაუკომის დიაგნოსტირებასა და დროულ მკურნალობას.

გასინჯვები სამეგრელოს შემდეგ რეგიონებში ჩატარდება:

  • 16-18 მაისი – “ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი”
  • 19 მაისი – “წალენჯიხის ჰოსპიტალი”
  • 20 მაისი – “ჩხოროწყუს ჰოსპიტალი”
  • 23 მაისი – “აბაშის ჰოსპიტალი”
  • 24 მაისი – “ხობის ჰოსპიტალი”
  • 25 მაისი – “ფოთის ამბულატორიული ცენტრი”

სამედიცინო კონსულტაციებზე წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე +995 32 2 55 05 05.

ipress.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …