თბილისის “სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა” ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეებს უმასპინლა და პირველადი დახმარების ელემენტარული რეანიმაციული ღონისძიებები გააცნო.
ტრენინგცენტრში მოსწავლეები პირველად სარეანიმაციო ღონისძიებებს გაეცნენ და მანიკენებზე თავად სცადეს სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ელემენტარული მანიპულაციის ჩატარება. მათ ისწავლეს, ავარიის შემდგომ პერიოდში პაციენტს როგორ უნდა მოექცნენ, ასევე, განიხილეს ის შემთხვევა, თუ როგორ ვუშველოთ ბავშვს საკვების გადაცდენის შემთხვევაში და სხვა ა.შ.
“დღესდღეობით ინტერესი სასწრაფო სამედინოცინო დახმარებისადმი მნისშვნელოვნად არის მომატებული. ეს როგორც სოციალურ აქტივობებში, სოციალურ ქსელებში, ასევე საინფორმაციო საშუალებებში გამოიხატება და ზოგადად, საზოგადოების ინტერესი არის. შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ინტერესი დავაკმაყოფილოთ და საზოგადოებისთვის აბსოლიტურად ღიაა ჩვენი კარი. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე დაინტერესებულ პირს, მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია ჩვენთან მოვიდეს და ჩვენი სამუშაოს სპეციფიკას გაეცნოს.
როგორც მოსწავლეებმა განაცხადეს, ასეთი ტრენინგი მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, თავად აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როცა ახლობელისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა გახდეს საჭირო.
უშუალოდ დღევანდელი ღონისძიება ახალგაზრდა თაობას, სკოლის მოსწავლეებს ეძღვნება. ჩვენ ვცდილობთ, მათ დავუსახოთ და ავათვისებინოთ ის პირველადი უნარ–ჩვევები, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ. მათ შეიძლება ამ უნარჩვევებით სიცოცხლეც კი გადაარჩინონ. ასევე, ეს შეიძლება მათ პროფესიის არჩევაში დაეხმაროთ.
დღესდღეობით იმ ეტაპზე ვართ, რომ ჯერ მათ ვიწვევთ, ვინც არის დაინტერესებული, მაგრამ თუ ამ ინტერესმა რაღაც ზღვარს გადააჭარბა და ძალიან მომეტებული იქნა, შემდეგ შეიძლება რაღაც სავალდებულო ხასიათი მიიღოს და სხვა სკოლებში დღის წესრიგშიც ჩავსვათ. ნებიესმიერი ინტერესის გამომხატველი საზოგადოება ჩვენ უნდა დაგვიკავშირდეს და ჩვენ ასე ვთქვათ ყველა საიდუმლოების კარს გავუხსნით, – ამის შესახებ “აიპრესთან” საუბარში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“–ს უფროსმა, გიორგი ბუთხუზმა განაცხადა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მაკა გვარამიამ “აიპრესს” განუცხადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მორიგი ასეთი კამპანია უკვე დაგეგმილი აქვს და ის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩატარდება.
“ეს არ იქნება ერთჯერადი პროექტი. იმედი მაქვს, პროგრამაში სხვა სკოლებიც ჩაერთვებიან და აქციაში მონაწილეობას მიიღებენ. ჩვენი კარი ნებისმიერი სკოლისთვის და ნებისმიერი დაწესებულებისთვის ღიაა. შუძლიათ მობრძანდნენ და ერთჯერადი, ან ხანგრძლივი კურსი გაიარონ.
ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, როგორ შეიძლება იმოქმედო პირველადი დახმარების დროს, არ დაიბნენ და თუნდაც ინფორმაციის დონეზე ქონდეთ, ამ შემთხვევაში რა მანიპულაციების გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ეს ფიზიკურად ვერ განახორციელონ, მაგრამ მათ თეორიულად ექნებათ იმის შესაძლებლობა, იგივე ავარიის და ტრამვის შემთხვევაში,რომ პაციენტი არ უნდა გაანძრიონ ადგილიდან და სამედიცინო მედ პერსონალს უნდა დაელოდონ, რათა ადეკვატური მკურნალობის გაგრძელება მოხდეს.
შემდეგი ღონისძიება 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს იგეგმება,– განაცხად მაკა გვარამიამ.