თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ადგილზე მისულ მოსწავლეებს სამედიცინო დახმარების ცენტრის ინსტრუქტორებმა გადაუდებელი დახმარების შესახებ თეურიული და პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, მანეკენების საშუალებით, თავად აღმოეჩინათ ის დახმარებები, რისი გაკეთებაც სასწრაფოს ექიმებს უწევთ.
თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორმა გიორგი ბუთხუზმა აღნიშნულ პროექტს ძალიან სასარგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
“გამოდინარე იქედან, რომ ძალიან დიდია დაინტერესება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ, ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ ეს ინტერესი. დაგეგმილი გვაქვს ფართო საზოგადოებრივი საგანმანათლებლო კამპანიები, რომლებიც მისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის. დღეს მნიშვნელოვანი დღეა მოსწავლეებისათვის, რომლებიც გაეცნობიან პირველადი დახმარების მნიშვნელობას“, – განაცხადა თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორმა გირგი ბუთხუზმა.