მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ოჯახის აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით 33.6 %-ით შემცირდა
ორგანიზაციამ შეისწავლა ოჯახის აფთიაქის 30 დასახელების მედიკამენტისა და აქსესუარის ფასი და მათი ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

ოჯახის აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით 33.6 %-ით შემცირდა

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის აპრილის თვის მონაცემებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს.

ორგანიზაციამ ჩვილის აფთიაქის აპრილის თვის მონაცემების შესწავლის შემდეგ  ყურადღება ოჯახის აფთიაქში შემავალი და საჭირო მედიკამენტებისა და აქსესუარების სიასა და ღირებულებაზე გააკეთა.

კვლევამ დაადგინა, რომ  მარტის თვესთან შედარებით აპრილში ოჯახის აფთიაქი 33.6%-ით გაიაფდა. კერძოდ, ოჯახის აფთიაქის ღირებულებამ აპრილის თვეში 114 ლარი და 32 თეთრი შეადგინა მაშინ, როცა წინა თვის მონაცემით, ეს თანხა 172 ლარი და 23 თეთრი იყო. აპრილის თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა რამდენიმე მედიკამენტზე ფასი. მაგალითად: ტკივილგამოყუჩებელი კეტოროლაკი მარტის თვეში 9 ლარი ღირდა, ხოლო აპრილში იმავე მედიკამენტის ფასი 1 ლარს და 35 თეთრს შეადგენდა.

ორგანიზაციამ შეისწავლა  ოჯახის აფთიაქში შემავალი 30 დასახელების მედიკამენტისა და აქსესუარის ფასი და მათი ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. დეტალურად ოჯახის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:

ოჯახის აფთიაქში შემავალი მედიკამენტები და მათი ღირებულება:

აქსესუაერები:

ფონეიდესკოპი – 12.80ლ
ხელთათმანი (სტერილური) – 0.55ლ
თერმომეტრი – 10.00ლ
მაკრატელი  – 1.50ლ
საინექციო შპრიცი (0.30გ)- 0.17ლ

ანტისეპტიკური საშუალებები:

ლეიკოპლასტირი (ბაქტერიოციდული) –  2.00ლ
სტერილური დოლბანდი (7*14სმ) –  1.04ლ
ბამბა (სტერილური)- 1.00ლ
ბრილიანტის მწვანე -0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი –  1.25ლ
იოდი (ბეტადინი 100გ)- 0.51ლ
თურმანიძის მალამო-  4.90ლ
საინექციო წყალი-0.80 ლ

გულის წამლები:

კორსიზი-1.50ლ
ამიაკის ხსნარი- 1.00ლ
ვალიდოლი- 0.44ლ
კო-ენალაპრილი-  5.30ლ

ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი:

იბუპროფენი – 2.80ლ
კეტოროლაკი  (ჰუმანითის) – 1.35ლ
პარაცეტამოლი- 0.30ლ
ამბროქსოლი-  1.30ლ

თვალის წვეთები:

ალბუციდი- 1.20ლ

ყურის ტკივილის:

ოტიპაქსი – 7.20ლ

კუჭნაწლავის:

რეჰიდრონი ოპტიმი -25.95ლ
ფესტალი- 1.74ლ
ნოშპა- 2.50ლ
ნახშირი (თეთრი კარბოაქტივი)-3.12ლ

ანტიჰისტამინური:

ცეტირიზინი- 3.50ლ

წნევის დამწევი საშუალებები:

კაპტოპრილი (20, 50გ)- 4.60ლ
ადიპინი (30, 10გ) – 13.70ლ

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …