მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ათენში ერთკვირიანი საქველმოქმედო აქცია დასრულდა – რა დაავადებები გამოვლინდა ემიგრანტებში?
ჯანმრთელობის ცენტრი ექიმთა და იურისტთა ჯგუფს მასპინძლობდა, რომლებმაც ათენში, სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს 700-ზე მეტ ქართველ ემიგრანტს.

ათენში ერთკვირიანი საქველმოქმედო აქცია დასრულდა – რა დაავადებები გამოვლინდა ემიგრანტებში?

საბერძნეთის დედაქალაქში ქართველი ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ერთკვირიანი საქველმოქმედო აქცია წარმატებით დასრულდა.

წელს, 18-24 აპრილს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია” და მასთან არსებული სამედიცინო განყოფილების – „ჯანმრთელობის ცენტრი“ ქართველ ექიმთა და იურისტთა ჯგუფს მასპინძლობდა, რომლებმაც ათენში, სრულიად უსასყიდლოდ, სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს 700-ზე მეტ ქართველ ემიგრანტს.
ერთი კვირის მანძილზე, 2 ი13116499_1132112166811275_3648716992234629581_oურისტი (ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებლები: ლედი ტუკვაძე და ბესიკ ბოგდანოვი) და 10 მედიკოსი, ათენის „კავკასიის“ ორ შენობაში გადანაწილდნენ (პატისიონის 81 და იპირუს ქ. 6). აქ შესანიშნავი კოლეგიალური თანხმობით თავდაუზოგავად შრომობდნენ, ერთი მხრივ, ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საავადმყოფოს სხვადასხვა პროფილის ექიმები (უროლოგი მერაბ კვიცარიძე – დ. ნაზარიშვილის სახ. კლინიკის დირექტორი, ექიმი-ექოსკოპისტი, ქირურგი – ვახტანგ მერკვილაძე, კარდიოლოგი – მამუკა ხურციძე, ნევროპათოლოგი – გოჩა ტოფაძე, ოფთალმოლოგი – მაგდანა იაშვილი, ოჯახის ექიმი – ქეთევან ჯუღელი და ენდოკრინოლოგი – მანანა კობულაშვილი, და მეორე მხრივ, „ათენის ჯანმრთელობის ცენტრის“ თანამშრომლები: თერაპევტი ირინა მათურელი, ნერვოპათოლოგი გია კვარაცხელია, ფსიქოლოგი მაკა ყიზილაშვილი.

პაციენტთა მიღების რიგითობის პრინციპს კი, მოხალისეები იცავდნენ. ისინი ახალგაზრდა ქართველები არიან, რომლებიც ათენში ემიგრანტად ცხოვრობენ და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.13064677_1132112870144538_6069791448342060209_o

ამ დროის განმავლობაში, 750 -მდე ემიგრანტს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს. უმრავლესობამ სხვადასხვა სახის გამოკვლევა გაიარა, რაც,  ჯამში, დაახლოებით ექიმთან 2000 -მდე ვიზიტს გაუთანასწორდა.

კვირის ბოლოს ექიმებმა მუშაობის შედეგები შეაჯამეს. სამუშაოების შემაჯამებელი სამედიცინო კონსილიუმი – „მრგვალი მაგიდა“ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის” ცენტრალურ დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას, საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იოსებ ნანობაშვილი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, მერაბ 13047992_1132113883477770_1553139454232770206_oმენაბდე და დიასპორის საკითხებში სამინისტროს დიასპორული ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, თამარ გამილაღდიშვილი ესწრებოდნენ.

“კავკასიის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ემიგრანტთა უფასო გამოკვლევების მნიშვნელობაზე და შედეგებზე ათენში მოღვაწე ექიმმა ირინა მათურელმა ვრცლად ისაუბრა.
გარდა ამისა, მან საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის მარტში დასრულდა.

ირინა მათურელმა ექვსთვიანი პროექტი შეაფასა:

„მიღებულ იქნა და კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაცია გაეწია 3000-ზე მეტ პაციენტს, რომელთაგანაც 854 ემიგრანტი, საბერძნეთში გატარებული მთელი თავისი ცხოვრების განმავლობა13116126_1132112066811285_1423111862658640645_oში, პირველად იყო ექიმთან. ხშირად კი – ეს პერიოდი მოიცავს 10-15 და 20 წელიწადს. 

ირინა მათურელის თქმით, ასეთი ღონისძიებები ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა იყო გარკვეული სახის ხარვეზებიც, რაც სამომავლოდ აუცილებლად გასათვალისწინებელია.
“თუ სამომავლოდ ასეთი სახის პროექტი კიდევ დაიგეგმა, საჭიროა მეტი ორგანიზება. აუცილებელია, რომ დელეგაციაში მეტი სპეციალობის სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს, მაგალითად, უნდა ითქვას, რომ ერთი ოჯახის ექიმი-თერაპევტი საკმარისი არ აღმოჩნდა.

მისივე თქმით, საბერძნეთში ტუბერკულოზის სტატისტიკური მაჩვენებლით ქართველ ემიგრანტებს ძალიან მაღალი ადგილი უკავიათ.

ამავე, დარბაზში ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე (დაახლ. 60 წლის) შიდსის ვირუსითაა ინფიცირებული.

“პაციენტმა მოგვმართა მწვავე პნევმონიით, გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ იგი აივ-შიდსის ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა. თუმცა, როგორც პაციენტმა აღნიშნა, დიაგნოზი მას სამი თვის წინ დაუდგინეს. ენის ბარიერის გამო არ იყო ინფორმირებული. მან ვერ გაათვითცნ13043528_1132113190144506_6174317723642841762_nობიერა, თუ რა არის “+”, საქართველოს მოქალაქემ ჩვენგან შეიტყო საკუთარი დაავადების შესახებ ინფორმაცია. ამჟამად, 60 წლის ქალბატონს, საბერძნეთის სახელმწიფო პროგრამის დახმარებით მკურნალობა უტარდება” , – აღნიშნა ირინა მათურელმა.

გარდა ამისა, როგორც მათურელმა აღნიშნა, მისი ხელშეწყობით, საბერძნეთში მცხოვრები ის ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც C ჰეპატიტი აღმოაჩნდათ, საქართველოში დააბრუნეს და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები გახდნენ.

ირინა მათურელის ინფორმაციით, აქციის დროს გამოიკვეთა, რომ ემიგრანტთა უმრავლესობა ექიმთან პირველად იყო.

ამასთანავე, დადგინდა, რომ გამოკვლეულ პაციენტთა უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადებები აწუხებდა.13103350_1132112526811239_1446428716439030303_n

“კვირა” შეხვედრის დასრულს საქველმოქმედო აქციის შესახებ რამდენიმე ექიმს გაესაუბრა.

„ერთი კვირის განმავლობაში, 750- მდე პაციენტმა სხვადასხვა ექიმთან 2000-ზე მეტი ვიზიტი განახორციელა, ანუ იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე პაციენტს სამ-ოთხ ექიმთან ჰქონდა ვიზიტი. გასინჯული პაციენტებიდან, ძირითადად, ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ოფთალმოლოგიური პაციენტები სჭარბობდნენ. ოჯახის ექიმი საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მუშაობდა. იყვნენ კარდიოლოგიური ჩივილის მქონე პაციენტებიც. აღსანიშნავია, რომ დიდი მოთხოვნა იყო დიაგნოსტიკაზე, კერძოდ ექოსკოპიაზე.

პაციენტთა ნახევარზე მეტმა საკუთარი დიაგნოზი არ იცოდა. სიმსივნური დიაგნოსტიკა პრაქტიკულად ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩივილებსა და იმ ლაბორატორიულ მონაცემებში, რომლითაც ისინი მოვიდნენ ჩვენთან, პრაქტიკულად იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სიმსივნე აღმოაჩნდათ. მაგალითად, ერთ-ერთს პროსტატის სიმსივნე ჰქონდა, მეორეს კი შარდის ბუშტის პოლიპები”, – აღნიშნა “კვირასთან” საუბრისას დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორმა, მერაბ კვიცარიძემ.

ამავე კლინიკის ექიმმა-ექოსკოპისტმა და ქირურგმა, ვახტანგ მერკვილაძემ “კვირას” იმ დაავადებათა ნუსხა გააცნო, რომლებიც პაციენტთა გასინჯვისა და ექოსკოპიური გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა.

“გამოკვლევევის შედეგად უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები გამომჟღავნდა, როგორიცაა ნაღველ-კენჭოვანი, გასტრიტები. რაც შეეხება ქალურ დაავადებებს, იყო კისტები და ფიბრომა. შევხვდი ისეთ ემიგრანტებს, რომლებიც ექიმთან პირველად იყვნენ. იყო შემთხვევები, რომ ათენში ექიმთან ნამყოფიც იყო და დიაგნოსტიკაც ჰქონდა ჩატარებული.

ძალიან მომეწონა “კავკასიის” სამედიცინო ცენტრის საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცენტრში ორი ძირითადი ექიმი მუშაობს, ისინი მაღალპროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ისინი აქ, ათენში, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. კარგი იქნება, რომ ასეთი აქციები მომავალშიც გაგრძელდება”, – აღნიშნავს ვახტანგ მერკვილაძე. 13055852_1132113586811133_4998661394518411403_o 

ვინაიდან ქართველ ემიგრანტთა უმრავლესობა საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობს, ისინი „კვირასთან“ საუბრისას, ვინაობას არ ამხელენენ.

გულიკო დ-ძე, ემიგრანტი ქუთაისიდან: “15 წელია საბერძნეთში ვარ და აქ ვმუშაობ. 4 წლის წინ ცუდად გავხდი და ათენის საავადმყოფოში ოპერაცია გამიკეთეს. მაშინ ყველა გამოკვლევა ჩამიტარდა, მაგრამ მას შემდეგ ექიმთან არ ვყოფილვარ. დღეს, კი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაწუხებს, გამოკვლევა მაინც ჩავიტარე და დამშვიდებული მივდივარ“.

ნანული – ემიგრანტი ფოთიდან: “52 წლის ვარ, უკვე 13 წელია, აქ ვარ. მხედველობას ვუჩიოდი და თვალის ექიმთან ვიყავი. ალბათ ასაკის ბრალიცაა, ახლომხედველი გავხდი და სათვალე მჭირდებოდა. 13 წელია შვილი არ მინახავს, ძალიან ვნერვიულობ ამ საკითხზე. ნერვიულობას კი უამრავი დაავადება მოსდევს”.

აღსანიშნავია, რომ უფასო გამოკვლევების დროს ზოგიერთი ემიგრანტი უკმაყოფილო აღმოჩნდა. სამუშაო გრაფიკისა და დროის სიმცირის გამო, ზოგიერთმა კვირა დღეს მოსულმა ემიგრანტმა სრული გამოკვლევა ვერ მოასწრო. მათი უმრავლესობა ხომ მხოლოდ კვირაობით ისვენებს, არადა, უფასო გამოკვლევები სამუშაო დღეებშიც მიმდინარეობდა.

სწორედ ამიტომაც იყო, რომ მოხალისეებმა პაციენტებში ისეთებიც აღმოაჩინეს, ვინც წესრიგს არ იცავდა და ექიმთან შესვლას ურიგოდ ცდილობდა.13072902_1132111893477969_5685911895502206007_o

ქუთაისელი ექიმები ქართველ ემიგრანტებს დაჰპირდნენ, რომ მათთან კონსულტაციებს მომავალში, უკვე საქართველოში დაბრუნებულები დისტანციურად (ტელეფონი, სოციალური ქსელი და სხვ.) გააგრძელებენ.

ემიგრანტებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურების გარდა, უფასო იურიდიული კონსულტაციები ორგანიზაცია “ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის” დამფუძნებელი იურისტებისგან მიიღეს.
ამასთანავე, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლედი ტუკვაძე ქართველი პატიმრის მოთხოვნით, საბერძნეთში, ქ. თებეში არსებულ ქალთა ციხეში ხ. გ-ძეს შეხვდა. იგი სასჯელს 4 წელია იხდის.

პატიმართან შეხვედრა საბერძნეთში საქართველოს საკონსულომ უზრუნველყო.13063385_1132112323477926_400926068866787489_o

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში (18-24 აპრილს, ორგანიზაცია „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის“ორგანიზებით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ დაფინანსებით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ “კავკასიაში”, თავისი სამედიცინო განყოფილების (“ჯანმრთელობის ცენტრი”) ექიმებთან ერთად, საქართველოდან ჩამოსულ ექიმთა და იურისტთა დიდ ჯგუფთან ერთად, ერთკვირიანი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …