მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » წარმოგიდგენთ ინოვაციურ ვებ-გვერდს საქართველოში www.doctor.ge
ინოვაციურ ვებ გვერდზე www.doctor.ge ქვეყნდება სამედიცინო სექტორის ვაკანსიები.აქ, თქვენ შეგიძლიათ დაამყაროთ კომუნიკაცია მიზნობრივ აუდიტორიასთან.

წარმოგიდგენთ ინოვაციურ ვებ-გვერდს საქართველოში www.doctor.ge

www.doctor.ge არის უნიკალური ვებ-გვერდი საქართველოში, რომელზეც ქვეყნდება სამედიცინო სექტორის ვაკანსიები.

მხოლოდ აქ, თქვენ შეგიძლიათ დაამყაროთ კომუნიკაცია მიზნობრივ აუდიტორიასთან და გაავრცელოთ თქვენი ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია იმ დასაქმებლის მაძიებელთა შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამედიცინო სფეროში კარიერის შექმნითა თუ განვითარებით.

აღნიშნული ვებ-გვერდის ფუნქციონირებას მხარს უჭერს კომპანია „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ (www.hr.ge), რომელიც ინფორმაციის უფრო ეფექტიანად გავრცელების მიზნით თანამშრომლობს სეგმენტზე ორიენტირებულ დასაქმების პორტალებთან.

კერძოდ, ესენია:

www.cv.ge – მასობრივი ვაკანსიებისთვის;

www.chefs.ge – სასტუმროსა და კვების სფეროში არსებული ვაკანსიებისთვის;

www.tenderer.ge -ტენდერებისთვის;

www.course.ge – სტუდენტური ვაკანსიებისა და სტაჟირებებისთვის.

სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობს კომპანია „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ სამედიცინო სფეროზე ორიენტირებულ პორტალთან – www.doctor.ge

შეგახსენებთ, რომ კომპანია „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ (www.hr.ge) არის პოპულარული დასაქმების პორტალი საქართველოში, რომლის დღიური ვიზიტორთა რაოდენობა არის 17 000 – 20 000. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი საქართველოში დასაქმების პორტალებს შორის. კომპანია „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ შეიქმნა 2006 წელს და ის უკვე დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს; 2012 წლიდან კომპანია წარმატებით ოპერირებს აზერბაიჯანის, ხოლო 2014 წლიდან, ყაზახეთის დასაქმების ბაზარზე.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …