მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » არჩილ მორჩილაძე: ახალ კლინიკებში აუცილებელია მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა
არჩილ მორჩილაძე მიესალმება საავადმყოფოების რეკონსტრუქციის პროექტს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ცვლილებები ყოველთვის მისასალმებელია.

არჩილ მორჩილაძე: ახალ კლინიკებში აუცილებელია მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა

საპარტნიორო ფონდს თბილისის სამი საავადმყოფოს განვითარებაზე ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.

დეტალური შესწავლის შემდეგ, საუკეთესოდ დასახელდა ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი, FESP-ი.

ტენდერის დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს საპარტნიორო ფონდსა და კონსორციუმს შორის ხელშეკრულების გაფორმებას, აღნიშნული სამი საავადმყოფოს მართვა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელით მოხდება. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, არჩილ მორჩილაძე მიესალმება ამ პროექტს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ცვლილებები ყოველთვის მისასალმებელია:

„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ყოველთვის მისასალმებელია. თუ ეს კერძო ინვესტიციით მოხდება, კიდევ უფრო კარგია. მაგრამ ქვეყანაში რომ  სამედიცინო დახმარების ხარისხი გაიზარდოს, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია ამ ახალ კლინიკებში მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, რისი წინაპირობაც სამედიცინო განათლების სისტემის გაუმჯობესება და უწყვეტი პროფესიული განვითარება უნდა გახდეს“.

აღსანიშნავია, რომ პროექტი მოიცავს ბავშვთა ინფექციური, რესპუბლიკური და ონკოლოგიური საავადმყოფოების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.

 

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …