მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » 2016 წლის პირველ კვარტალში სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა
სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებების რაოდენობის ზრდის პარალელურად, დარღვევების ფაქტები მცირდება.

2016 წლის პირველ კვარტალში სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა

სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებების რაოდენობის ზრდის პარალელურად, დარღვევების ფაქტები მცირდება.

– ამ განცხადებას  jandacva.ge-ისთან სურსათის ეროვნულ სააგენტოში აკეთებენ. ირკვევა, რომ  2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სააგენტომ შეამოწმა 313 საბავშვო ბაღისა და 54 სკოლის ბუფეტი და როგორც აღმოჩნდა, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

მაგალითად, 2015 წელს და 2016 წლის პირველ კვარტალში,შემოწმებების შემდეგ, სააგენტოს სპეციალისტებმა გასცეს სხვადასხვა სახის რეკომენდაციები, თუმცა საწარმოო პროცესი არცერთ მათგანს შეჩერებია. სამაგიეროდ, 2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო 4 სკოლის ბუფეტი დაიხურა და მათ საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, საბავშვო ბაღებში აღარ გამოიყენება ალუმინის ჭურჭელი, გაუმჯობესდა წყალმომარაგება. რაც მთავარია, გაიზარდა მომსახურე პერსონალის ცნობიერება ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …