მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » 2016 წლის 22-23 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენცია ” პერიოთბილისი 2016“ ჩატარდა
2016 წლის 22-23 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენცია „პერიოთბილისი 2016“ ჩატარდა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა "ალბიუსის" მიერ.

2016 წლის 22-23 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენცია ” პერიოთბილისი 2016“ ჩატარდა

2016 წლის 22-23 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენცია „ პერიოთბილისი 2016“ ჩატარდა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსის” მიერ.

პერიოთბილისის ფარგლებში ჩატარდა როგორც სამეცნიერო კონფერენცია, ისე მასტერკლასები და სამედიცინო მასალების გამოფენა – გაყიდვა.

პაროდონტის ქსოვილების აღდგენის და შეხორცების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები, როგორ მოვახდინოთ ბაქტერიული ნადების და პაროდონტის ქსოვილებში მის მიერ გამოწვეული ცვლილებების კონტროლი, როგორ მივიღოთ დახმარება პაციენტის თანამშრომლობით, პაროდონტული ჭრილობის შეხორცების პრინციპები, პაროდონტოლოგიური ქირურგიის პრინციპები, ძვლოვანი რეზექტიული ქირურგია, გრაფტული მასალები და ბიომოდულატორები, ესთეტიური მიზნებისათვის მუკოგინგივალური ქირურგია და ფესვის დაფარვის პროცედურები – კონგრესის თითოეულ მონაწილეს საშუალება ჰქონდა პირადად მიიღო ამომწურავი პასუხები ამ და სხვა მისთვის საინტერესო შეკითხვებზე, გაიზიარებინა ცნობილი სპეციალისტების გამოცდილება.

კონგრესს სტუმრობდნენ რომის უნივერსიტეტ “საპიენცას” პაროდონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, “ალბიუსის” პერიოსკოლის სპიკერი პროფესორი ანდრეა პილონი, “საპიენცას” პაროდონტოლოგიის განყოფილების პროფესორი კლაუდიო მონგარდინი, ექიმი ჰიგიენისტი ირინა სობოლიევა, პროფ იულია ჩუმაკუვა, უკრაინის პაროდონტოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი და სხვები.

“საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციასა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, წელს პირველად, საქართველოში ვფიქრობ, რომ საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყო. „პერიო თბილისი 2016“ იყო ერთ-ერთი მასშტაბური და უმნიშვნელოვანესი ღონისძიება.

მსოფლიოში წამყვანმა სპეციალისტებმა, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკოსმა სტომატოლოგებმა პაროდონტოლოგიის დარგში არსებული მკურნალობის ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები შემოგვთავაზეს. ამავდროულად, კონგრესის ფარგლებში, პაროდონტოლოგიური ტექნოლოგიების და მასალების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი კომპანიების გამოფენაც გაიმართა.

უცხოელ კოლეგებთან ერთად, ვცდილობთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ პაროდონტოლოგიის სფეროში მომუშავე პროფესიონალების განათლებასა და კლინიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში” – ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …