14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა! დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება საქველმოქმედო ინტეგრირებული კონცერტი – “მუსიკა გვაერთიანებს”.
საქველმოქმედო კონცერტზე ცნობილ ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებლებთან ერთად რამოდენიმე სოლო და ინტეგრირებული ნომრით წარსდგება პარაორკესტრი – (ორკესტრი შშმ პირთა მონაწილეობით).
საქველმოქმედო კონცერტის ინიციატივა ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდს“, რომლის დამფუძლებელნიც თვითონ ფსიქო-სოციალური საჭიროებების ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან. ორგანიაზია ათეულ წელზე მეტია ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებზე.
ა(ა)იპ „მშობელთა ხიდმა“ 2014 წელს საქართველოს ბანკის ფონდის „სიცოცხლის ხის“ დახმარებით, პარაორკესტრი ჩამოაყალიბა. 2015-16 წლებში აღნიშნულ პროექტს აფინანსებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსტრო და ქ. თბილისის მერია. საქველმოქმედო კონცერტზე ცნობილ მუსკოსებთან ერთად რამდენიმე სოლო და ინტეგრირებული ნომით წარსდგება პარაორკესტრი (ორკესტრი შშმ პირთა მონაწილეობით).