მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » “100 ქალი” – ქართველი შშმ ქალების ცხოვრებით BBC დაინტერესდა
BBC თავის ყოველწლიურ პროექტის ფარგლებში "100 ქალი", მკითხველს XXI საუკუნის, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქალის შესახებ უამბობს.

“100 ქალი” – ქართველი შშმ ქალების ცხოვრებით BBC დაინტერესდა

BBC თავის ყოველწლიურ პროექტ “100 ქალის” ფარგლებში, მკითხველს XXI საუკუნის, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქალის შესახებ უამბობს.

იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც მათ წინაშე იშლება.

გაერო-ს მონაცემების მიხედვით, მილიარდზე მეტ ადამიანს, რაც ყოველი მეშვიდეა მსოფლიოში, ინვალიდობის გარკვეული ფორმა აქვს. ასეთი ადამიანების ნახევარი კი სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბევრი ადამიანი აწყდება დისკრიმინაციას, თუმცა ქალები და გოგონები შეიძლება უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდეს, აღნიშნავენ უფლებადამცველები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 128 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იღებს სოციალურ პაკეტს – თვიურ ფულად დახმარებას ან სახელმწიფო კომპენსაციას. მათგან დაახლოებით 50 500 ქალია. მათ საქართველოს ქალაქების ქუჩებში იშვიათად თუ შეხვდებით.

2009 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ჰაერო-ს კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით, ხოლო სამი წლის წინ პარლამენტმა ამ დოკუმენტს რატიფიცირება მოახდინა. სახელმწიფომ შეიმუშავა და დაამტკიცა 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი პირობების შემუშავებას ითვალისწინებს.

თუმცა, ბევრი შენობისა და ქუჩის შეუსაბამო ინფრასტრუქტურა, დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები და საზოგადოების დამოკიდებულება, ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის იზოლირებულ ცხოვრებას ნიშნავს, – წერს BBC.

აღნიშნულ სტატიაში BBC 4 ქართველ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალს გვაცნობს და მათი ცხოვრების შესახებ გვიამბობს.

“საწყენია, როდესაც გარშემო ამდენი რამ ხდება, ასე ვითარდება ტექნიკა, მედიცინა. ძალიან მინდა, ვიურთიერთო, მინდა ცხოვრებაში რაიმე ღირებული გავაკეთო, არ მინდა მთელი ცხოვრება თხოვნაში გავატარო. ჩვენ ცხოვრებაში ხომ ყველას რაღაც მისია გვაქვს. ისეთებს, როგორიც მე ვარ, საზოგადოებამ უნდა მისცეს იმის შანსი, რომ პიროვნებად ვიგრძნოთ თავი, რომ ჩვენ გვაქვს ამ ცხოვრებაში რაღაც ვალდებულებები. სამწუხაროდ, ეს სახელმწიფო და ეს საზოგადოება ამის შანსს არ გაძლევს. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, დაგეხმარონ, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა”, – აღნიშნავს ინგა ილურიძე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 44 წლის ქალი.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …