მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება
10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება.დაგეგმილია საჯარო ლექცია,გამოფენა და მსვლელობა.

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება.

ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე ეროვნული ბიბლიოთეკაში დაგეგმილია საჯარო ლექცია თემაზე „პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება“ და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ნამუშევრების გამოფენა. 18:00 საათზე გაიმართება მსვლელობა ეროვნული ბიბლიოთეკიდან რიყემდე, რომელსაც ახალგაზრდები და მოხალისეები შეუერთდებიან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, „ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება“.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …