1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში უკვე 27 წელია აღნიშნავენ ამ თარიღს.
მას საქართველოდან ორგანიზაცია „თანადგომას“ მხარდაჭერით „ლგბტქი ასოციაცია თემიდა” და „ლგბტ საქართველოც“ უერთდებიან საინფორმაციო კამპანიით „0+0+0“. კამპანიის დევიზია:
0 – აივ ინფექციის ახალი შემთხვევა;
0 – აივთან ასოცირებული დისკრიმინაცია;
0 – შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევა.
კამპანიის მიზანი:
ამ კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ მივაპყროთ საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანის ყურადღება ამ სერიოზული პრობლემას, კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ შიდსის რეალური საფრთხე. საქართველოში შიდსის მოსალოდნელ ეპიდემიასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნებისა და სტრატეგიული მხარდაჭერის და მთელი საზოგადოების მობილიზაციის გზით.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
** 18:00 – 19:00 საათი: მეტრო „თავისუფლების მოედნიდან“ მეტრო „რუსთაველამდე“ მსვლელობა და საინფორმაციო მასალებისა და პრეზერვატივების დარიგება;
** 19:00 – 19:20 საათი: მეტრო „რუსთაველის“ წინ აივ-ინფექცია/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს, წითელი ლენტის, დახატვა სანთლებით;
** 20:00 – 21:30 საათი: ორგანიზაცია „ლგბტ საქართველოს“ სათემო ცენტრში დისკუსია და ფილმის ჩვენება აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებული დისკრიმინაციის შესახებ. მის. ქუჩიშვილის ქუჩა 11/3 (სასტუმრო „ვერე პალასის“ წინ)
** 19:30 – 20:00 საათი: ქ. გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აივ-ინფექცია/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს, წითელი ლენტის, დახატვა სანთლებით და საინფორმაციო მასალებისა და პრეზერვატივები დარიგება.