1 დეკემბერი – შიდსის მსოფლიო დღე. აივ დადებითი ადამიანებისა და შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების სოციალური საწარმოების გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ორგანიზაციები და სოციალური საწარმოები:
- შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი
- ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“
- ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ახალი გზა“
- ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა სათემო ორგანიზაცია „აკესო“
- C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ჰეპა +“
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური საწარმო „ხის სახელოსნო სხივი“
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური საწარმო „კოდალა“
- ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სოციალური საწარმო „TG Promo”
- მიგრანტი და პოტენციური მიგრანტი ყოფილ ნარკომომხმარებელ პირობით მსჯავრდებულთა სოციალური საწარმო „პერსპექტივა“
- პირობით მსჯავრდებულთა სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახი“
- Fashion House M.G.
- ასოციაცია ჰერა XXI