მთავარი » მსოფლიო » ფაიზერისა და ვალეანტის ბრენდების ღირებულება გაიზარდა

ფაიზერისა და ვალეანტის ბრენდების ღირებულება გაიზარდა

უმსხვილესი ფარმაცევტული გიგანტების – ფაიზერისა და ვალეანტის ბრენდის ღირებულება 30%-ით გაიზარდა.

ინფორმაციას ბრენდის ფინანსური ნიშნით შეფასების დაჯილდოებიდან fiercepharma.com ავრცელებს. ფაიზერის ბრენდის ღირებულება 4,4 მილიარდი დოლარით, ვალეანტისა კი 2,79 მილიარდით განისაზღვრა.

ბრენდ კონსულტანტი ალექს ჰაი ფაიზერის წარმატებას აგრესიული ექსპანსიით ხსნის, რამაც კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდა. ამასთან ფაიზერისთვის გასული წელი ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატ Ibrance-ისა და 160 მილიარდ დოლარად ფარმაცევტული კომპანია ალერგანის შეძენითაც იყო გამორჩეული.

საინტერესოა, რომ ბაიერმა, რომელიც შარშან ფინანსურად მომგებიან ბრენდებს ლიდერობდა, წელს 10&-იNი გაუფასურებით, პოზიციები დათმო. ამასთან, ნოვარტისის, როშეს, სანოფის ღირებულება გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნის შემცირების გამო დაახლოებით 10%-ით დაეცა.

fiercepharmamarketing.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …